ენა: 

კატალოგის წესები
ბოლო შესწორებები შეტანილია 2004 წლის 1 იანვარს

1. საერთო დებულება

კატალოგი "მართლმადიდებელი ქრისტიანობა.რუ" წარმოადგენს პორტალ "რუსკოე ვოსკრესენიე"-ს დამოუკიდებელ პროექტს და გააჩნია მხარდაჭერა ამ მიზნისათვის შექმნილ რედაქტორთა ჯგუფისაგან. ყველა კითხვა, დაკავშირებული კატალოგის ფუნქციონირების წესების დადგენასთან, კატალოგში ბმულების განთავსებისა და უარყოფის გადაწყვეტილების მიღება, განისაზღვრება მხოლოდ კატალოგის ადმინისტრაციის მიერ.

2. კატალოგში ახალი ბმულების განთავსების მიმდევრობა

კატალოგის მუშაობა დაფუძნებულია წინასწარი ცენზურის პრინციპზე. ყველა განაცხადი ბმულების დამატებაზე, შეცვლაზე ან წაშლაზე დგება შემოწმების რიგში და შეიძლება იქნენ მიღებულნი, უარყოფილნი ან რედაქტირებულნი მიზეზის განმარტების გარეშე. კატალოგის რედაქტორები ვალდებულნი არ არიან შეატყობინონ განაცხადის ავტორებს უარყოფის მიზეზები.

განაცხადის შემოწმების დრო დამოკიდებულია თუ რამდენად დაკავებულია კონკრეტული რუბრიკის (კატეგორიის) რედაქტორი და ახალი განაცხადების რაოდენობაზე და ძირითადად გრძელდება რამოდენიმე საათიდან ერთ კვირამდე.

ბმულები კატალოგში ემატება:

  • ვებ-გვერდების ავტორთა წინადადებით (ასეთი განაცხადები დგება შემოწმების რიგში რედაქტორთა მიერ);
  • კატალოგის რედაქტორების მიერ, ვიზიტორების წინადადებების საფუძველზე;
  • კატალოგის რედაქტორების მიერ, ინტერნეტში ახალი მართლმადიდებლური ვებ-გვერდების ავტომატური ძებნის რეზულტატის საფუძველზე.

ბმულების რუბრიკების (კატეგორიების) მიხედვით განსაზღვრა ხორციელდება კატალოგის რედაქციის მიერ. თითოეული ვებ-გვერდი შეიძლება განთავსებულ იქნეს არაუმეტეს კატალოგის 5 რუბრიკისა (კატეგორიისა). ვებ-გვერდების რუბრიკებში (კატეგორიებში) განთავსების კრიტერიუმს, განსაზღვრავს მხოლოდ კატალოგის რედაქცია. თუ ვებ-გვერდის ავტორი თვლის, რომ კატალოგში არ არსებობს საიტის თემატიკის შესაბამისი რუბრიკა (კატეგორია), იგი უფლებამოსილია შესთავაზოს რადქციას შეავსოს ან შეცვალოს კატალოგის რუბრიკაცია.

ბმულების იდენტურობის ავტომატური შემოწმების სისტემა თვლის, რომ ორი ბმული, რომელთაც გააჩნია აბსოლუტურად ერთნაირი (URL-ის ექვივალენტურ გარდაქმნამდე სიზუსტით) დომენური სახელები და დირექტორიები, მაგრამ, შესაძლოა გვერდების სხვადასხვა სახელები, არიან იდენტურები! ამიტომ, თქვენ ვერ შეძლებთ დაამატოთ ვებ-გვერდი კატალოგში მაგალითად მისამართით http://www.hram.orthodoxy.ru/new.htm, თუ კატალოგში უკვე არისებობს ბმული ვებ-გვერდზე http://www.hram.orthodoxy.ru/old.htm. თუ თქვენ, მაინც თვლით, რომ გსურთ კატალოგში დაამატოთ ბმულები სხვადასხვა გვერდზე ამდენად მსგავსი სახელებით, შექმენით თქვენს საიტზე ახალი გვერდისთვის ცალკე დირექტორია ჩვენს მაგალითზე ეს იქნება: http://www.hram.orthodoxy.ru/new/.

3. კატალოგში ბმულების აღწერილობის შეცვლის მიმდევრობა

კატალოგში ბმულის დამატებისას ვებ-გვერდის ავტორი ელ-ფოსტით ღებულობს ბმულის იდენტიფიკატორსა და პაროლს. ამ მონაცემების გამოყენებით, ვებ-გვერდის ყოველ ავტორს ნებისმიერ დროს შეუძლია გაუგზავნოს კატალოგის რედაქტორებს განაცხადი საკუთარი ბმულის აღწერილობის შეცვლის თაობაზე.

ბმულების აღწერილობის შეცვლის განაცხადთა განხილვის მიმდევრობა ისეთივეა, როგორც კატალოგში ახალი ბმულების დამატებისას.

კატალოგის რედაქტორები უფლებამოსილნი არიან დამოუკიდებლად შეცვალონ ბმულების აღწერილობა და შეასწორონ განაცხადები აღწერილობათა შეცვლაზე. პრეტენზიები რედაქტორთა მიერ აღწერილობის შეცვლის თაობაზე არ განიხილება. კატალოგის ადმინისტრაცია უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს ვებ-გვერდის ავტორის თხოვნა კატალოგიდან მისი ბმულის წაშლის თაობაზე.

4. საიტების რეიტინგი

ყველა საიტი, რომლებზეც განთავსებულია ბმულები კატალოგში, უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა საიტების რეიტინგში. ჩვენი რეიტინგი არ არის უნაკლო და არა აქვს პრეტენზია ამა თუ იმ მართლმადიდებლური ვებ-გვერდის პოპულარობისა თუ დასწრების მდგომარეობის ზუსტ შეფასებაზე. რეიტინგში მონაწილეობისათვის აუცილებელი და საკმარისია საიტის ნებისმიერ გვერდზე განთავსდეს კატალოგის ერთ-ერთი ბანერი. ბმული ნაჩვენები იქნება რეიტინგში, თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში მოხდა თუნდაც ერთი გადასვლა საიტიდან კატალოგში კატალოგის ბანერზე დაწკაპუნებით. საიტის ჯამური რეიტინგი განისაზღვრება, კატალოგიდან საიტზე გადასვლების რაოდენობით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, პლიუს საიტიდან კატალოგში კატალოგის ბანერზე დაწკაპუნებით გადასვლების გაორმაგებული რაოდენობით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი ხელოვნური მეთოდის გამოყენება საიტის რეიტინგის ასამაღლებლად, მათ შორის მთვლელის "ნაკრუტკა (накрутка)" საიტზე მრავალჯერადი გადსვლის გზით და გადასვლა საიტიდან კატალოგში სხვადასხვა IP მისამართებიდან. კომპიუტერების ყველა IP მისამართი, რომელთაგანაც ხორციელდება გადასვლები საიტებისა და კატალოგის ბანერზე დაწკაპუნებით, პროტოკოლირდება და ინახება კვირის განმავლობაში ლოგ-ფაილში. საჭიროების შემთხვევაში მოცემული წესის დამრღვევთა მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ზემოქმედების ისეთი ფორმები, როგორიცაა მთვლელის განულება, რეიტინგში მონაწილეობის შეჩერება, და ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, ბმულის ამოღება კატალოგიდან.

კატალოგის ბანერის განთავსება ნებადართულია თქვენი საიტის ნებისმიერი რაოდენობის გვერდებზე. ნებადართულია ერთ გვრედზე განთავსდეს კატალოგის რამოდენიმე ბანერი. აკრძალულია ერთი საიტის იდენტიფიკატორის მქონე ბანერის სხვა საიტზე განთავსება (გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ სიტუაცია, როცა მითითებული საიტი ასევე არის კატალოგის მონაწილე და ორგანიზაციულად დაკავშირებულია პირველ საიტთან, მაგალითად, არის მისი ქვეგანყოფილება ან პირიქით, დედა საიტია).

კატალოგზე გრაფიკული ბმულის, ბანერის მაგივრად ნებადართულია კატალოგზე ტექსტური ბმულის განთავსება, რომლის მისამართიც შეიძლება შეიცავდეს პარამეტრს ?from=idსაიტის. ასეთი ტექსტური ბმულიდან კატალოგში გადასვლები ითვლება თანაბრად, კატალოგის ბანერზე დაწკაპუნების გზით გადასვლებთან მიმართებაში.

5. განაცხადთა უარყოფისა და კატალოგიდან ბმულების წაშლის მიზეზები

განაცხადები კატალოგში ახალი ბმულების დამატებაზე და ბმულის აღწერილობის შეცვლაზე შესაძლებელია უარყოფილ იქნენ კატალოგის რედაქტორების მიერ მიზეზის ახსნის გარეშე. გამომდინარე იქედან, რომ ინტერნეტ-საიტების მიმართულება, გაფორმება და შინაარსი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, ხოლო კატალოგის წესები კი დაიხვეწოს, კატალოგის რედაქტორები უფლებამოსილნი არიან განმეორებით განიხილონ ნებისმიერი ბმულის კატალოგში მონაწილეობის საკითხი, შეაჩერონ ეს მონაწილეობა ან წაშალონ ბმული კატალოგიდან. ახალი განაცხადები შეიძლება უარყოფილ იქნენ რედაქტორთა მიერ, ხოლო კატალოგში არსებული ბმულები წაიშალონ კატალოგიდან, თუ კი განსახილველი ვებ-გვერდი/ვებ-გვერდს:

  • არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან;
  • მიეკუთვნება ერთ-ერთ არამართლმადიდებლურ ქრისტიანულ კონფესიას;
  • გააჩნია ურთიერთობა განხეთქილებაში მყოფ და არაკანონიკურ "მართლმადიდებელ ეკლესიებთან" და დაჯგუფებეთან;
  • მიეკუთვნება "საერთოქრისტიანულ", "ეკუმენისტურ", "რელიგიათაშორისო", "ობნოვლენცურ (обновленческий)" თემატიკას;
  • შეიცავს არაქრისტიანული, ოკულტური, წარმართული ხასიათის რელიგიურ და მისტიურ მასალას;
  • შეიცავს მოწოდებას განხეთქილებისკენ ან მასალას, ხელისშემწყობს არსებული საეკლესიო გახეთქილებათა გაღრმავებაში;
  • შეიცავს ქრისტიანული ზნეობის შეურაცხმყოფელ მასალას;
  • შეიცავს ბმულებს, უცხო აღმსარებლობის, ანტიქრისტიანულ ან ანტიეკლესიურ ინტერნეტ რესურსებზე;
  • წარმოადგენს თავის თავში ჩეთს ან სხვაგვარ ვებ-გვერდს, რომლის შინაარსიც უახლოვდება რამოდენიმნე ადამიანის online-ურთიერთობებს;
  • იმყოფება დამუშავების სტადიაში;
  • შეიცავს შეცდომების დიდ რაოდენობას, "მკვდარ" ბმულებს, აქვს გამომწვევი გაფორმება;
  • არ იხსნება (მიუწვდომელია) განაცხადის შემოწმების დროს;
  • შეწყვიტა თავისი არსებობა ან შეიცვალა მისამართი, რაზედაც არ იყვნენ ინფორმირებულნი საიტის ვიზიტორები და კატალოგის ადმინისტრაცია.

6. დასკვნითი დებულება

კიდევ ერთხელ მივიქცევთ საიტების ავტორთა ყურადღებას მასზედ, რომ ჩვენ არ განვიხილავთ საჩივრებსა და პრეტენზიებს კატალოგში ბმულების დამატების უარყოფის თაობაზე. ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს მასზედ, რომ შეგვიძლია მკვეთრად განვასხვავოთ "მართლმადიდებლური ვებ-გვერდები" "არამართლმადიდებლური"-საგან და დარწმუნებულნი ვართ, რომ დაზღვეულნი არა ვართ შეცდომებისაგან და სუბიექტურობისაგან შეფასებისას. თუმცაღა დარწმუნებულნი ვართ, რომ ნებისმიერი კატალოგის ფორმირება ყოველთვის ატარებს სუბიექტურ ხასიათს, და ვცდილობთ მოვახმაროთ მაქსიმალური ძალისხმევა იმას, რომ განაცხადების განხილვისას კატალოგის რედაქტორებმა გადაწყვეტილება მიიღონ მაქსიმალურად ობიექტური კრიტერიუმებით, რთულ სიტუაციებში ვაწყობთ განხილვას კრებულის მიერ და მივმართავთ მართლმადიდებელ მღვდელმსახურთ, რომლებიც გვეხმარებიან კატალოგთან მუშაობაში.

ძმებო და დებო! გთხოვთ შეგვატყობინოთ ინტერნეტში ახალი მართლადიდებლური საიტების შესახებ, საიტების მისამართების შეცვლისა და ჩვენს კატალოგში შეცთომების შესახებ
კატალოგში ბმულის დამატება | შესვლა | წესები | რეიტინგი | ძიება | გაფართოებული ძიება | ჩვენი პარტნიორები | რუბრიკატორი
ენა:   Русский  English  Românã  Српски  Ελληνικά  Français  Deutsch  Български  Polski  Español  Italiano  Georgian  Český  Nederlands  Português  Svenska  Suomi  Japanese  Shqip  Norsk  Latviešu
Яндекс цитирования liveinternet.ru: показано число просмотров за 24 часа, посетителей за 24 часа и за сегодня

(C) 2001-2017, მართლმადიდებელი ქრისტიანობა (დიზაინი, პროგრამირება, ტექნიკური დახმარება).   თქვენი შენიშვნებისა და წინადადებებისათვის